შენობის ფასადის რემონტი

 

ვღებავთ შენობის ფასადს !

თქვენს წინაშე რთული და საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა - შენობის ფასადის გამოყვანა ან რემონტი. გთავაზობთ, ენდოთ სავაჭრო ნიშან „SMILE” ლაქ-საღებავების მასალებს და ისარგებლოთ მათი გამოყენების რეკომენდაციებით. სავაჭრო ნიშანი „SMILE” გთავაზობთ ხარისხიანი მასალების მთელ ხაზს, რომლებიც იდეალურად თავსებადია ერთმანეთთან, მოხერხებულია სამუშაოდ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა.

მასალები, რომლებიც გამოიყენება ფასადების გამოსაყვანად, ინტერიერის მასალებისგან, უპირველეს ყოვლისა, განსხვავდებიან იმით, რომ ისინი მდგრადი არიან ატმოსფერული ფაქტორების ზემოქმედებისადმი, კერძოდ კი: ულტრაიისფერი გამოსხივების, მომატებული და დაქვეითებული ტემპერატურის, ტენის, ქარის, სამრეწველო ქალაქების ჰაერში შემცველი აგრესიული აირების მიმართ და ა.შ. საფასადო მასალების რეცეფტურების დამუშავებისას ჩვენი სპეციალისტები ითვალისწინებენ ყველა ამ ფაქტორს.

როგორც ყოველთვის, ვიწყებთ ზედაპირის მომზადებით. ყოველი ეტაპი უზრუნველყოფს თქვენი სარემონტო სამუშაოების ხანგრძლივობას, ამიტომ არ ღირს რომელომე მათგანის უგულებელყოფა.

news_01

საწყისი ეტაპი - ზედაპირის გაწმენდა ძველი საღებავებისგან, ბათქაშისა და ფითხის არამყარი და აშრევებული ნაწილებისგან, და პირველადი დაგრუნტვა. შეფითხნამდე ზედაპირი აუცილებლად უნდა დაიგრუნტოს ფხვიერი საფუზვლის გამაგრების და შემდგომ გამოსაყვან მასალებთან ადჰეზიის გაუმჯობესების მიზნით. საგრუნტავს ირცევენ ზედაპირის მდგომარეობის შესაბამისად. გირჩევთ, გაანალიზოთ თქვენი კედლების მდგომარეობა (მყარი, ფხვიერი და ძველი, სოკოებით, ობით დასნებოვნებული და ა.შ.) და ამოირჩიოთ სავაჭრო ნიშანი„SMILE” - ის საგრუნტავებიდან ერთ-ერთი.

საგრუნტავი „SMILE”SG – 12 გამამაგრებელი აკრილის - საფუძვლების შეწოვისუნარიანობის გასათანაბრებლად და სამშენებლო მასალების საფუძველთან ადჰეზიის გასაზრდელად. გამოიყენება მყარი საფუძველებისთვის.

საგრუნტავი „SMILE”SG – 15 ჰიდროფობიზირებადი აკრილის - სილიკონისკონცენტრირებული სახით - როგორც დამამთავრებელი შრე ტენის ზემოქმედებისგან ზედაპირის დასაცავად. წყლით 1:1 გაზავებისას - წყალშეუღწევობის ასამაღლებლად და სუსტი და მყიფე საფუძვლების გასამაგრებლად.

ჩინებულად გამოსადეგია შენობის ცოკოლის, აგურისა და მობათქაშებული ფასადების, შიფერის სახურავების, გამოსაყვანი ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ტენის გამანადგურებელი ზემოქმედებისაგან დასაცავად. ამასთან, გააჩნია კარგი ორთქლშეღწევადობა. რეკომენდებულია ასევე საპასუხისმგებლო სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებისას სპეციალური სილიკონის წყალდისპერსიული საღებავების დატანის წინ.

საგრუნტავი „SMILE”SG – 17 ღრმადშემღწევი, აკრილის - სუსტი და მყიფე საფუძვლების გასამაგრებლად. ასევე გამოსადეგია ცარცისა და კირის ზედაპირებზე დასატანად შემდგომი გამოსაყვანი სამუშაოების შესრულებამდე. არ ტოვებს ზედაპირზე პრიალა აფსკს. სპეციალური დანამატების წყალობით კარგად ასველებს თაბაშირმუყაოს ფილებსა და მინერალურ საფუძვლებს.

საგრუნტავი „SMILE”SG – 18 სოკოს საწინააღმდეგო, ღრმადშემღწევი, აკრილის - გაუსნებოვნებისა და ობის, სოკოების, წყალმცენარეების წარმოქმნის პროფილაკტიკისთვის, ასევე სუსტი და მყიფე მინერალური ზედაპირების გამაგრებისთვის იდეალურად გამოსადეგია ზედაპირის მოსამზადებლად მომატებული ტენიანობის შენობებში (სანკვანძები, სარდაფის სათავსები, აივნები, ლოჯიები და სხვ.). საგრუნტავი SG – 18 - ის დამატება წყალში ხსნად საღებავებსა და მშრალ სამშენებლო ნარევებში მათ ანიჭებს გაუსნებოვნების თვისებებს (50 – 70გრ საგრუნტვი 1კგ მშრალ ნარევზე).

საგრუნტავი „SMILE”SG – 20 მარილების წარმოქმნის მაბლოკირებელი, ღრმადშემღწევი, აკრილის - მინერალური საფუძვლების ზედაპირზე მარილების გამოსვლის თავიდან აცილებისათვის. გირჩევთ, დაიტანოთ გამოსაყვანი სამუშაოების (შეღებვა, მობათქაშება, ბუნებრივი და დეკორატიული ხელოვნური ქვით გამოყვანა და ა.შ.) შესრულებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ მინერალურ ზედაპრზე უკვე არსებობს მარილის ნადები, გაჭუჭყიანება უნდა მოცილდეს საგრუნტავ ჩამრეცხ SG – 22 -ის მეშვეობით, შემდგომში კი გამშრალი ზედაპირი მარილების გამოსვლისგან დასაცავად უნდა დამუშავდეს საგრუნტავით SG – 20.

“SMILE” - ის საგრუნტავებს  გააჩნიათ ჩინებული შემღწევი და გამამაგრებელი თვისებები, ათანაბრებენ ზედაპირის შეწოვისუნარიანობას, აუმჯობესებენ შემდგომი გამოსაყვანი მასალების ადჰეზიას საფუძველთან, აცილებენ ცემენტისა და თაბაშირის მასალების შეუთავსებლობას.

 

მეორე ნაბიჯი - ზედაპირის სასტარტო შეფითხნა. დიდი ფართობების რემონტი, ეს კი ჩვენ გვაქვს ხოლმე ფასადების გამოყვანისას, მოითხოვს დიდი რაოდენობის გამოსაყვან მასალებს. ამიტომ, თუ ზედაპირის ფართობი მნიშვნელოვანია, სასტარტო შეფითხნისთვის (სუფთა ეკონომიური მოსაზრებებით) გირჩევთ, გამოიყენოთ მშრალი სამშენებლო მასალები, განკუთვნილი გარე და შიდა სამუშაებისთვის. მაგრამ თუ საჭიროა ნაწილობრივ წარმოქმნილი ნახეთქების, უსწორ-მასწორობების ამოვსება, მაშინ ნუ გააკეთებთ ეკონომიას, არამედ გამოიყენეთ თანამედროვე მაღალხარისხიანი სასტარტო ფითხი “SMILE” SP – 12 გარე და შიდა სამუშაოებისთვის. ფითხი ძალიან პლასტიურია, საფუძველთან კარგი ადჰეზიით, შეუძლია რეაგირება ტემპერატურულ დეფორმაციებზე. ფითხი დაიტანება 1-2- შრედ, ზედაპირის მდგომარეობის შესაბამისად. ფითხი SP – 12 სწრაფად მაგრდება, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, გირჩევთ, ზედაპირი გახეხოთ მისი გაშრობისთანავე, ან დატანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

მესამე აუცილებელი ეტაპი - განმეორებით დაგრუტვა, იმისთვის, რათა შეიკრას მტვერი გახეხვის შემდეგ და გაუმჯობესდეს შემდგომი გამოსაყვანი მასალების ადჰეზია საფუძველთან. ვიყენებთ სავაჭრო ნიშან “SMILE” - ის საგრუნტავს, არჩეულს დასმული ამოცანის შესაბამისად.

მეოთხე ნაბიჯი- ზედაპირის საფინიშო შეფითხნა შემდგომ შეღებვამდე ზედაპირის უფრო ნატიფი და საგულდგაულო მომზადებისთვის. საფასადო სამუშაოების შესრულებისას საფინიშო შეფითხვნას ყოველთვის არ აკეთებენ, შემოიფარგლებიან მხოლოდ სასტარტო შრის „გადალესვით“. მაგრამ განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო ობიექტების რემონტის ან სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში გირჩევთ, გამოიყენოთ ფითხები „SMILE Premium” SP – 14 მინერალურ საფუძვლებზე გარე და შიდა სამუშაოებისთვის. ერთ გატარებაზე შრის რეკომენდებული სისქეა 0,2 მმ-დან  2 მმ-მდე, შესაძლებელია ნახეთქების ამოვსება 5 მმ - მდე. ფითხი SP – 14 სუპერმყარია, ფენის მთელ სისქეზე თანაბრად ეჭიდება ჩაჯდომისა და ნახეთქების გარეშე, პლასტიურია და მოხერხებულია მუშაობისას. წარომოქმნის გლუვ, წყალმედეგ ზედაპირს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საღებავის ხარჯს შემდგომი შეღებვისას.

 

მეხუთე, დამამთვარებელი მოსამზადებელ ნაბიჯებს შორის - დაგრუნტვა, კეთდება იმისთვის, რომ საღებავი თანაბრად გადანაწილდეს ზედაპირზე, კარგად შეეჭიდოს საფუძველს და შეინარჩუნოს არჩეული ფერი. ვმუშაობთ ჩვენთვის უკვე ნაცნობ „SMILE“ - ის საგრუნტავებით. საბოლოო სასუფთაო გამოყვანის ხასიათი შესაბამისად მოსამზადებელი ეტაპი უნდა დასრულდეს მესამე ან მეხუთე ნაბიჯის შემდეგ. ზედაპირის მომზადება დასრულებულია. ვიწყებთ სასუფთაო გამოყვანას.

 

შეღებვა

ფასადების შესაღებად სავაჭრო ნიშანი „SMILE“ გთავაზობთ ფასადის საღებავების 2 სახეობას: “Standard” - კლასის აკრილის საღებავს SF – 12 და “SMILE Premium” კლასის აკრილ - სილიკონის საღებავს SF – 15.

ფასადის აკრილის თეთრი მქრქალი საღებავი “SMILE“ SF – 12 განკუთვნილია შენობების ფასადების შესაღებად, ასევე შიდა გამოყენებისთვის მომატებული ტენიანობის მქონე შენობებში. საღებავი SF – 12 მდგრადია ატმოსფერული ზემოქმედებების, ულტრაიისფერი გამოსხვიევებისადმი. სველი მოხეხვის მიხედვით განეკუთნება 1-ელ კლასს, აქვს მაღალი გაუმჭირობა. ზედაპირზე წარმოქმნის „მსუნთქავ“ დანაფარს, რადგან ფლობს ჩინებულ ორთქლშეღწევადობას.

საღებავი “SMILE Premium” SF – 15 ფასადის აკრილ - სილიკონის თეთრი მქრქალი ჩინებულად გამოსადეგია მაღლივი შენობების შესაღებად, სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, საექსპლუატაციო თვისებებისადმი მომატებული მოთხოვნების ფასადების სარემონტოდ. სველი მოხეხვის მიხედვით განეკუთვნება 1 -ლ კლასს, სველ მოხეხვაზე გამოცდისას უძლებს ჯაგრისის გატარების 10 000 - მდე ციკლს. ორთქლშემღწევია. ეკოლოგიურად დაბინძრებულ რეგიონებშიც კი დანაფარი, რომესლას წარმოქმნის საღებავი SF – 15 Premium, თავის თვისებებს ინარჩუნებს არანაკლებ 20 წლისა. საღებავი ძალიან ელასტიურია, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია ფაქტურული ზედაპირების შეღებვისთვის. თავის შემადგენლობაში საღებავი SF – 15 შეიცავს სპეციალურ ბაქტერიციდულ დანამატებს, რაც უზრუნველყოფს სოკოს, ობის და სხვ. წარმოქმნის პროფილაქტიკას შეღებილ ზედაპირზე. მაღალი გაუმჭვირობის წყალობით საღებავის ხარჯი მინიმალურია და, ზედაპირის მდგომარეობის შესაბამისად საღებავის დატანა საჭიროა არა უმეტეს 2 შრისა (ზოგჯერ საკმარისია 1 შრეც), რაც საშუალებას იძლევა გაკეთდეს ეკონომია მასალის დანახარჯსა და მუშახელზე.

ფასადის საღებავები სავაჭრო ნიშანი “SMILE” გამოდის თეთრი ფერის, თქვენ კი მათი შეფერადება შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით ნებისმიერ ფერად, ზუსტი შეფერადების სისტემის გამოყენებით სავაჭრო წერტილებში, ან თუ ამას გააკეთებთ სისტემით „გააკეტე თვითონ“, სპეციალურად ამ მიზნისთვის დამუშავებულ საღებავ - პიგმენტ “SMILE” SC – 31 - ის გამოყენებით. ეს საღებავები წარმოადგენენ დამოუკიდებელ ფასადის საღებავებს, ამიტომ მათი გამოყენება შესაძლებელია შეფერადებისთვის ან კონცენტრირებული სახით ფასადების შეღებვისთვის. 24 ხასხასა მაღალხარისხიანი საღებავი - პიგმენტისაგან შემდგარი პალიტრა დააკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნ გემოვნებასაც კი. საღებავები იდეალურად ერევა ერთმანეთს, მდგრადია რეცხვისა და მშრალი მოხეხვის მიმართ.

სავაჭრო ნიშანი “SMILE” - ის ყველა შემოთავაზებული მასალა ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა, გავლილი აქვს საერთაშორისო სერტიფიცირება.

 

გამოიყენეთ ჩვენი მასალები და რეკომენდაციები. შედეგი სასიამოვნოდ გაგახარებთ !