ინტერიერის რემონტი

ინტერიერის რემონტი სავაჭრო ნიშანი „SMILE” – ის მასალების გამოყენებით.

 

თქვენ დააპირეთ რემონტის გაკეთება ბინაში, ოფისში, საკუთარ სახლში! თქვენს წინაშე ბევრი კითხვაა: რით დაიწყოთ, როგორი მასალები აირჩიოთ, როგორ იმუშაოთ მათთან, რაზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება და ა.შ.

მაშ ასე, შევეცდებით გიპასუხოთ.

 

ვიწყებთ იმით, რომ ვადგენთ როგორი გვინდა ვნახოთ ჩვენი სათავსი რემონტის შემდეგ. თუ საბოლოო გამოყვანა იქნება კედლების ან შპალიერის შეღებვა წყალ - დიპსერსიული საღებავებით, მაშინ ისარგებლეთ ჩვენი პროგრამით თავიდან ბოლომდე. თუ საბოლოო გამოყვანაში განზრახულია კაფელის, დეკორატიული შპალერის, სხვადასხვა გამოსაყვანი ფილების გამოყენება, მაშინ ჩვენს პროგრამას გირჩევთ მხოლოდ ზედაპირის მომზადების ნაწილში.

თქვენი რემონტისთვის სავაჭრო ნიშანი „SMILE” გთავაზობთ ხარისხიანი მასალების მთელ ხაზს, რომლებიც იდეალურად თავსებადია ერთმანეთთან, მოხერხებული სამუშაოდ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა.

 

ზედაპირის მომზადება შენობის შიგნით რემონტისას

გამოსაყვანი სამუშაოების შესრულებას პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ პირველივე ნაბიჯებიდან! კედლებისა და ჭერის მომზადება წყალ-დისპერსიული საღებავებით შეღებვისთვის განსაკუთრებით საგულდაგულოდ უნდა შესრულდეს. ვინაიდან საღებავი როგორც არცერთი სხვა მასალა, გამოაჩენს ყველა ხარვეზს, დაშვებულს ხელოსნის მიერ თავდაპირველ ეტაპზე.

საწყისი ეტაპი - ზედაპირის გაწმენდა ძველი შპალერის, საღებავის ნარჩენებოსგან, ბათქაშისა და ფითხის არამყარი და აშრევებული ნაწილებისგან, და პირველადი დაგრუნტვა. შეფითხნამდე ზედაპირი აუცლიბლად უნდა დაიგრუნტოს ფხვიერი საფუძვლის გამაგრების და შემდგომ გამოსაყვან მასალებთან ადჰეზიის გაუმჯობესების მიზნით. საგრუნტავს ირჩევენ ზედაპირის მდგომარეობის შესაბამისად. გირჩევთ, გაანალიზოთ თქვენი კედლების მდგომარეობა (მყარი, ფხვიერი და ძველი, სოკოებით, ობით დასნებოვნებული და ა.შ.) და ამოირჩიოთ სავაჭრო ნიშანი “SMILE” - ის საგრუნტავებიდან ერთ-ერთი.

საგრუნტავი „SMILE”SG – 12 გამამაგრებელი აკრილის - საფუძვლების შეწოვისუნარიანობის გასათანაბრებლად და სამშენებლო მასალების საფუძველთან ადჰეზიის გასაზრდელად. გამოიყენება მყარი საფუძველებისთვის.

საგრუნტავი „SMILE”SG – 17 ღრმადშემღწევი, აკრილის - სუსტი და მყიფე საფუძვლების გასამაგრებლად. ასევე გამოსადეგია ცარცისა და კირის ზედაპირებზე დასატანად შემდგომი გამოსაყვანი სამუშაოების შესრულებამდე. არ ტოვებს ზედაპირზე პრიალა აფსკს. სპეციალური დანამატების წყალობით კარგად ასველებს თაბაშირმუყაოს ფილებსა და მინერალურ საფუძვლებს.

საგრუნტავი „SMILE”SG – 18 სოკოს საწინააღმდეგო, ღრმადშემღწევი, აკრილის - გაუსნებოვნებისა და ობის, სოკოების, წყალმცენარეების წარმოქმნის პროფილაკტიკისთვის, ასევე სუსტი და მყიფე მინერალური ზედაპირების გამაგრებისთვის. იდეალურად გამოსადეგია ზედაპირის მოსამზადებლად მომატებული ტენიანობის შენობებში (სანკვანძები, სარდაფის სათავსები, აივნები, ლოჯიები და სხვ.). საგრუნტავი SG – 18 - ის დამატება წყალში ხსნად საღებავებსა და მშრალ სამშენებლო ნარევებში მათ ანიჭებს გაუსნებოვნების თვისებებს (50 – 70გრ საგრუნტვი 1კგ მშრალ ნარევზე).

საგრუნტავი „SMILE”SG – 20 მარილების წარმოქმნის მაბლოკირებელი, ღრმადშემღწევი, აკრილის - მინერალური საფუძვლების ზედაპირზე მარილების გამოსვლის თავიდან აცილებისათვის. გირჩევთ, დაიტანოთ გამოსაყვანი სამუშაოების (შეღებვა, მობათქაშება, ბუნებრივი და დეკორატიული ხელოვნური ქვით გამოყვანა და ა.შ.) შესრულებამდე. 

იმ შემთხვევაში, თუ მინერალურ ზედაპრზე უკვე არსებობს მარილის ნადები, გაჭუჭყიანება უნდა მოცილდეს საგრუნტავ ჩამომრეცხის SG – 22 მეშვეობით, შემდგომში კი გამშრალი ზედაპირი მარილების გამოსვლისგან დასაცავად უნდა დამუშავდეს საგრუნტავით SG – 20.

“SMILE” - ის საგრუნტავებს  გააჩნიათ ჩინებული შემღწევი და გამამაგრებელი თვისებები, ათანაბრებენ ზედაპირის შეწოვისუნარიანობას, აუმჯობესებენ შემდგომი გამოსაყვანი მასალების ადჰეზიას საფუძველთან, აცილებენ ცემენტისა და თაბაშირის მასალების შეუთავსებლობას.

 

მეორე ნაბიჯი - ზედაპირის სასტარტო შეფითხნა. ზედაპირის უსწორმასწორობებისა და დეფექტების აღმოსაფხვრელად ფითხის არჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის პლასტიურობას, ადჰეზიას საფუძველთან, ტემპერატურულ დეფორმაციებზე რეაგირების უნარს. ასეთი თვისებები გააჩნია სასტარო ფითხს “ SMILE”SP – 12 გარე და შიდა სამუშაოებისთვის. ფითხი დაიტანება 1 – 2 შრედ, ზედაპირის მდგომარეობის შესაბამისად. ფითხი SP – 12 სწრაფად მაგრდება, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, გირჩევთ, ზედაპირი გახეხოთ მისი გაშრობისთანავე, ან დატანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.  

 

მესამე აუცილებელი ეტაპი - განმეორებით დაგრუნტვა, იმისთვის, რათა შეიკრას მტვერი გახეხვის შემდეგ და გაუმჯობესდეს საფინიშო შეფითხნის შემდგომი შრის ადჰეზია საფუზველთან. ვიყენებთ სავაჭრო ნიშან „SMILE” - ის საგრუნტავს, არჩეულს დასმული ამოცანის შესაბამისად.

 

მეოთხე ნაბიჯი - ზედაპირის საფინიშო შეფითხნა შემდგომ შეღებვამდე ან შპალერის გაკვრამდე ზედაპირის უფრო ნატიფი და საგულდაგულო მომზადებისთვის. ასეთი სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი საფინიშო ფითხი “ SMILE “ SP – 15 შიდა სამუშაოებისთვის. ფითხი მარტივი და ტექნოლოგიურია სამუშაოდ, აქვს ჩინებული გაუმჭვირობა თხელ შრეში და მშვენიერი ადჰეზია თაბაშირ მუყაოსა და მინერალურ საფუძვლებთან.

 

მეხუთე, დამამთავრებელი მოსამზადებელ ნაბიჯებს შორის - დაგრუნტვა, კეთდება იმისთვის, რომ საღებავი თანაბრად გადანაწილდეს ზედაპირზე, კარგად შეეჭიდოს საფუძველს და შეინარჩუნოს არჩეული ფერი. ვმუშაობთ ჩვენთვის უკვე ნაცნობ „ SMILE”- ის საგრუნტავებით. საბოლოო სასუფთაო გამოყვანის მოთხოვნის შესაბამისად მოსამზადებელი ეტაპი უნდა დასრულდეს მესამე ან მეხუთე ნაბიჯის შემდეგ!

ზედაპირის მომზადება დასრულებულია. ვიწყებთ სასუფთაო გამოყვანას.

 

შეღებვა

საღებავების საჭირო რაოდენობის გაანგარიშებისას გასათვალისწინებელია ზედაპირის სიგლუვის ხარისხი. უფრო რელიეფური ზედაპირები ( წმინდა ან მსხვილფაქტურიანი შპალერები ) საჭიროებენ საღებავის მეტ ხარჯს.

შეღებილ ზედაპირზე მინიმალური მექანიკური დატვირთვების მქონე მშრალი სათავსებისთვის ( საძინებელი ოთახები, ჭერები ) სავაჭრო ნიშანი “ SMILE “ გთავაზობთ გამოიყენოთ საღებავები აკრილის SI-25 და SI-26.

თუ რემონტი განზრახულია შეღებილ ზედაპირზე საშუალო და მომატებული დატვირთვების მქონე სათავსოში (სამზარეულოები, წინოთახები, სასტუმრო ოთახები, ოფისის კაბინეტები, საბავშვო ოთახები), გთავაზობთ, აირჩიოთ საღებავები ვინილაცეტატეთილენის ,,SMILE Premium’’ SI-23 და SI-24.

ტენიანი სათავსების შეღებვის შემთხვევაში, სადაც არსებობს სოკოებისა და სხვა ბიოლოგიური დაბინძურებების წარმოქმნის საშიშროება (სანკვანძები, სარდაფები, სარეცხის გაშრობის ადგილები), გირჩევთ, გამოიყენოთ საღებავები აკრილის ,,SMILE’’ SG-18.

სპეციალურად ბავშვების ოთახების, პოლიკლინიკებისა და საბავშვო ბაღების რემონტისათვის ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავებულია საღებავი წყალ-დისპერსიული SI-24, რომელიც წარმოადგენს საღებავების სერიას ,,Baby Smile’’!  ამ სერიის საღებავებს, ასევე ეს არის სწრაფშრობადი წყალ-დისპერსიული ფერადი ემალები, და ხასხასა პიგმენტები, არ აქვთ სუნი და არ იწვევენ ალერგიას, აქვთ მომატებული მდგრადობა საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებებით რეცხვისადმი. საღებავები, განეკუთვნებიან ,,პრემიუმ’’ კლასს. უკრაინელმა მწარმოებელმა პირველად შესთავაზა სამამულო მომხმარებელს საღებავები, მზრუნველი ჰაერის სისუფთავეზე იმ სათავსში, სადაც იმყოფებიან ბავშვები.

ინტერიერის საღებავები სავაჭრო მარკა “SMILE” გამოდის თეთრი ფერის, თქვენ კი მათი შეფერადება შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით ნებისმიერ ფერად, შეფერადების სისტემის გამოყენებით სავაჭრო წერტილებში, ან თუ ამას გააკეთებთ სისტემით „გააკეთე თვითონ“ სპეციალურად ამ მიზნისთვის დამუშავებულ საღებავებს - პიგმენტებს “SMILE” SC – 31 - ის, გამოყენებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საღებავებს დამატებით ინტერიერის საღებავებთან, ამ უკანასკნელების მდგრადობა რეცხვისადმი უმჯობესდება. 24 ხასხასა მაღალხარისხიანი საღებავი - პიგმენტისაგან შემდგარი პალიტრა დააკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნ გემოვნებასაც კი.  საღებავები - პიგმენტები “SMILE” SC – 31 შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დამოუკიდებელი საღებავი და შეასრულოთ ჩაფიქრებული ნახატი კედელზე. საღებავები იდელაურად ერევა ერთმანეთს, მდგრადია რეცხვისა და მშრალი მოხეხვის მიმართ.