ბავშვების ოთახების რემონტი

ბავშვობის კაშკაშა და წმინდა ფერები !

ბავშვები - ყველაზე ძვირფასი და ყველაზე ღირებულია ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ ყველაფერს რაც ბავშვებს შეეხებათ, ვეპყრობით  ყურადღებით, უფრო ფაქიზად და შერჩევით. ჩვენ ძალიან სერიოზულ მოთხოვნებს ვუყენებთ ბავშვათა კვების პროდუქტებს, ტანსაცმელს, სათამაშოებს, მაგრამ არანაკლებ მნიშენლოვანია ჩვენთვის, თუ როგორ სათავსებში ცხოვრობენ და თამაშობენ ჩვენი შვილები. ეს კი პირდაპირ დამოკიდებულია იმ მასალების ეკოლოგიურობაზე, რომლითაც გაკეთებულია რემონტი. ამასთან ბავშვების ოთახების გაფორმებაში ესთეტიკური მხარე უდიდეს როლს თამაშობს. ყველა ამ ამოცანას აერთიანებს და წყვეტს ახალი სერია წყალ-დისპერსიული საღებავებისა ,,Baby Smile’’, სპეციაურად დამუშავებული ბავშვების ოთახების შესაღებად.

 

“BABY SMILE”  -  ერთადერთი საღებავების სერია, რომელიც ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობაზე !

“BABY SMILE” - ის სერიის საღებავებს არ აქვთ სუნი, არ იწვეევნ ალერგიას, არ გამოყოფენ ჰაერში და არ შეიცავენ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა კოალესცენტები, გამხსნელები და პლასტიფიკატორები. მათ გაიარეს საერთაშორისო სერთიფიცირება ISO 14024 სტანდარტით ეკოლოგიური სისუფთავისა და უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისობაზე. ამიტომ ჩვენ სწორედ „ BABY SMILE” - ის საღებავებს გთავაზობთ საცხოვრებელი ოთახების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების, მოსწავლეთა კლასების რემონტისთვის, ანუ მომატებული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების სათავსებისთვის, სადაც დიდ დროს ატარებენ ბავშვები.

 

 

და როგორი სადღესასწაულო განწყობილების შექმნა შეიძლება ოთახში „ BABY SMILE” - ის საღებავების მეშვეობით! დიზაინერული იდეებისა და შემოქმედებითი ნიჭის განხორციელებისთვის ფართო ველია !

“BABY SMILE” სერია შეიცავს ყველა საღებავს, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ ოთახის გარემონტებისას. საღებავები მაღალხარისხიანია, მოხერხებულია სამუშაოდ, მიეკუთვნება Premium კლასის მასალებს.

კედლებისა და ჭერის შეღებვა გინდათ ? ამისთვის გამოიყენეთ ლატექსის ინტერიერის საღებავი “BABY SMILE” SI – 24, რომელიც მდგრადია საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებებით რეცხვის მიმართ. თუ თამაშის დროს ბავშვმა კედელზე „ხელოვნების ნაწარმოები“ დატოვა ფერადი ფანქრებით, შოკოლადით ან ტუჩების საცხით, ამ „შედევრთან“ გამკლავებას ადვილად შეძლებთ რბილი ღრუბლისა და რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი გელის მეშვეობით. შედარებით უფრო რთული გაჭუჭყიანების მოცელიბა შეიძლება ჩვეულებრივი საშლელით (ლასტიკით).

ზღაპრის პერსონაჟები, საყვარელი გმირები შეიძლება გაცოცხლდნენ ბავშვის ოთახის კედლებზე და თქვენი პატარებისთვის კეთილ მეგობრებად იქცნენ საღებავ - პიგმეტების “BABY SMILE” SC – 31 -  16 ფერისგან შემდგარი პალიტრის მეშვეობით !

საღებავები ჩინებულად ერევიან ერთმანეთს საჭირო ელფერის მისაღწევად, პლასტიურია და ძალიან მოხერხებულია გამოსაყენებლად. მათი მეშვეობით შეიძლება შეფერადდეს კედლის საღებავი და შესრულდეს ნახატები. კაშკაშა, რეცხვისადმი მდგრადი ნახატები დიდი ხნით შეინარჩუნებენ სიახლეს, ნაჯერ ფერს და ოთახს ზღაპრული განწყობილებით აავსებენ. 

ბავშვის ოთახის რემონტი არ შემოიფარგლება მხოლოდ კედლებისა და ჭერის შეღებვით. უნდა გაახლდეს საბავშვო ავეჯი, შეიღებოს კარები, ფანჯრის რაფები, რადიატორები, ოთახი მოირთოს ჩარჩოებში ჩასმული ბავშვის ნახატებითა და ფოტოებით. აქ კი თქვენი დამხმარეები იქნებიან ხასხასა უნივრსალური ემალები “BABY SMILE” SF - 18. მწარმოებელი პირველად სთავაზობს მომხმარებელს ფერად წყალში ხსნად ემალებს. ახლა უკვე აღარ არის საჭირო ოთახის დიდი ხნით განიავება და უაით - სპირიტის მავნე ორთქლით სუნთქვა.  “BABY SMILE” SF - 18 - ის ემალებს არ აქვთ სუნი, შრებიან 40 წუთის განმავლობაში, ჩინებულად ფარავენ ზედაპირს, წარმოქმნიან ლამაზ პრიალა დანაფარს. შეღებილი რადიატორები გაცხელებისას ინარჩუნებენ ფერს. დანაფარს აქვს „ანტიბლოკინგის“ თვისებები (მდგრადია მიწებების მიმართ), რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფანჯრის ჩარჩოებისა და კარების შეღებვისას. 

თქვენ დააპირეთ რემონტის გაკეთება და ამის შესრულება გსურთ ეკოლოგიურად სუფთა უსაფრთხო საღებავებით, ოცნებობთ შექმნათ ბავშვის ოთახში დღესასწაულისა და ინდივიდუალობის ატმოსფერო, გსურთ, რომ გარემონტებული ზედაპირების მოვლამ რაც შეიძლება ნაკლები დრო და ძალა დაიკავოს - ენდეთ საღებავებს “BABY SMILE” ! მწარმოებელმა უკვე იზრუნა ყველაფერზე! თქვენ მხოლოდ უნდა სცადოთ ! კარგი განწყობილება კი გარანტირებული გექნებათ საღებავებით “BABY SMILE” !