ემალი - ექსპრესი ანტიკოროზიული სამი ერთში (გლუვი ფერადი ზედაპირი)

შეფუთვა: 0,8 კგ, 2,6 კგ, 22 კგ

დანიშნულება და გამოყენების წესი: 

- გამოიყენება კოროზიისგან დასაცავად, აგრეთვე გამოიყენება როგორც დეკორატიული დანაფარი ლითონისა და მოთუთიებული ზედაპირებისთვის, აგრეთვე ხის, ბეტონის და პლასტმასის ზედაპირების შესაღებად.

გამოყენების ადგილები:

ლითონის კონსტრუქციები, საწარმო დანადგარები, ტრანსპორტი, ცისტერნები, მილები და ა.შ. 

 

ემალი - ექსპრესი წარმოქმნის  მყარ ზედაპირს, რომელიც ხელს უშლის ჟანგის განვითარებას და აგრეთვე იცავს ზედაპირს ატმოსფერული ფაქტორებისგან. გამოიყენება როგორც ემალი - საგრუნტავი და აღარ მოითხოვს ზედაპირის წინასწარ დაგრუნტვას.